среда, 18 апреля 2012 г.


1. პროექტის სახელწოდება: პრომეთეს მღვიმე
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ღრმად სწავლობენ ქალაქ წყალტუბოსა და მისი შემოგარენის ისტორიასა და კულტურას. აწყობენ ექსკურსიებს ღირშესანიშნავ ადგილებში.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი რაიონის წყალტუბოს ისტორიას, მოიპოვებენ ინფორმაციას ამ მხარეში აღმოჩენილი მღვიმეების შესახებ.მოაწყობენ ექსკურსიას, გააკეთებენ ჩანაწერებს, შექმნიან ვიდეომასალას, ნახატებს, თუ ვინ რას ხედავს სტალაქტიტების ფორმებში,  გადაიღებენ ფოტო სურათებს. დაწერენ მეცნიერულ სტატიებს ამ მხარის რელიეფის და ქანების განლაგების შესახებ.
4. მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი
5. ვადები/ხანგრძლივობა:  25.04.20012 წ.- დან 15.10. 2012წ.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: წყალტუბოს ისტორიის, კულტურის, გეოგრაფიული მდებარეობის, რელიეფის და ა.შ. ინფორმაციის მოძიება, სლაიდების მომზადება, ელექტრონული ჟურნალის შექმნა, საკუთარი ნახატების და ფოტოსურათების გამოფენა.
7. მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ-გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევრები.
8. სარგებელი სხვებისათვის: ამ პროექტის საიტის მნახველები უფრო მეტად გაიღრმავებენ ცოდნას პრომეთეს მღვიმის აღმოჩენისა და  ისტორიის შესახებ, მღვიმის სტრუქტურისა და მახასიათებლების შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ხატვა. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა).
11. პროექტის ფასილიტატორი: ირინე ხუჯაძე, ქ. ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი
12. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
xujadzeirina@gmail.com